ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

პოსტი ნახა: 907

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები უკრაინაში ინტერვენციისას ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.

როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე