ილია დარჩიაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით

ილია დარჩიაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით

29-10-2024 07:32

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები აქვს და ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„დასრულდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტს ბევრი მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: ერთი, რომ უნგრეთი ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით და სწორედ, პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც მეტყველებდა იმაზე. მას თან ახლდა საგარეო მინისტრი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, შესაბამისად, ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიური, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ურთიერთობებს.

რაც შეეხება მეორე განზომილებას - უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვისაც ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედ, ამ კონტექსტში უნგრეთთან თანამშრომლობას. უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად, მომავალშიც უნგრეთის მხარდაჭერა ყოველთვის გვექნება, რადგან არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავრობის და მომავალშიც ჩვენი მთავარი, ძლიერი ძალისხმევა გაწეული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიტერ სიიარტო საქართველოს მისამართით ძლიერი მხარდამჭერი გზავნილებით ყოველთვის გამოირჩევა და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიღო სიიარტოსგან პირობა, რომ უნგრეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ჩვენ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით, გამოცდილების გაზიარებაზე და ვფიქრობ რომ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობა გვექნება. მე ასევე მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ხშირად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენს თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის გამოირჩევა ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილებით საქართველოს მისამართით და კიდევ ერთხელ მივიღე მისგან პირობა, რომ უნგრეთი კვლავ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ რაც უფრო მეტი მეგობარი გვეყოლება, მით უკეთესია, შესაბამისად, ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება მომავალში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პოსტი ნახა: 31


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!