იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - იმერეთში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - იმერეთში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

07-11-2024 07:59

ხონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობები თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„#1 საჯარო სკოლისა და #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დაწესებულებებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, ასევე, მონტაჟდება გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. გარდა ამისა მოპირკეთდება ეზოები.

#1 საჯარო სკოლა 600 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.

#3 სკოლამდელი დაწესებულება 150 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 24


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!