ირაკლი ჩიქოვანი - დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

ირაკლი ჩიქოვანი - დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

05-02-2024 08:13
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ვიზიარებ ამ განცხადებას [2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა] - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვას, შეეძლო თუ არა რუსეთ-საქართველოს ომის აცილება 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ.

„დიახ, მე ვიზიარებ ამ განცხადებას! ამ შემთხვევაში, მე გამოვყოფ ჩვენს თავდაცვის ძალებს, თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ. მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა. დიდება იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი სახელმწიფოსა და სამშობლოს დასაცავად გაწირეს, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი. აქვე დავამატებ იმას, არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საზიანო იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუსტად ევროპის საბჭოში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს სამარცხვინო, როცა ასეთ რამეს დაუჭერს მხარს. ჩვენმა სამხედროებმა, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა დაეცვათ მაქსიმალურად ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოსტი ნახა: 178


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!