ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას

15-02-2024 06:35
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 206


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!