ირაკლი კობახიძე: არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს

ირაკლი კობახიძე: არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს

28-05-2024 12:45
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროს არის მზად საჯარო დისკუსიისთვის.

„საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად საჯარო დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, მოვუსმინოთ არა მხოლოდ პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

პოსტი ნახა: 128


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!