ირაკლი კობახიძე ერევნის მერს, ტიგრან ავინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ერევნის მერს, ტიგრან ავინიანს შეხვდა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 87

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს, ტიგრან ავინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მათ შორის, ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე