ირაკლი ნადირაძე - დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

ირაკლი ნადირაძე - დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 115

დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ახლა მათზე ერთგვარი ზეწოლა მიმდინარეობს და მათ მოქმედებებს აკვირდებიან.

„დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რადგან არა მარტო ქარსელაძეს, არამედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აზარაშვილის დაჭერაც უნდათ, ასევე ღარიბაშვილისა და მისი ახლო ნათესავებისაც კი, ამიტომ პრაქტიკულად ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში მიდის ამ ხალხის დაკითხვა, გამოკითხვა. ივანიშვილს მათზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ ახლა, რომ 4-მდე თქვან, საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ჩვენებები და მტკიცებულებები ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა, რომ ერთგვარი ზეწოლა იყოს მათზე და დააკვირდნენ ივანიშვილის დასაჭერ ობიექტებს, თუ ვინ და როგორ იქცევა“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე