ირაკლი კობახიძე: ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება

ირაკლი კობახიძე: ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება

07-02-2024 10:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

 ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.

„გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ასევე ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.“ - აღნიშნა კობახიძემ.       

პოსტი ნახა: 141


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!