ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს

30-10-2024 07:57

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას არ აქვს ფასი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჰელსინკის კომისია არის მხარე. ის პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი. მინდა შეგახსენოთ ჰელსინკის კომისიის განცხადება - ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის შესახებ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი არ გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისთავად ის მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“.

პოსტი ნახა: 40


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!