ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას

ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას

11-11-2024 08:27

ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

„მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პოსტი ნახა: 18


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!