ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

„URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.

მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მთავრობის მეთაური ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 467


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!