რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების ასამბლეაში მონაწილეობს

რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების ასამბლეაში მონაწილეობს

პოსტი ნახა: 1112

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე - 17 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე