ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.

„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას“, – მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს – ჩეხეთის, ბოლოს კი, 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პოსტი ნახა: 269


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!