თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევაზე დაჯარიმების ნაცვლად, გაფრთხილების მექანიზმი იმოქმედებს - 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის დარღვევებზე კი, ჯარიმების ამნისტირება იგეგმება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევაზე დაჯარიმების ნაცვლად, გაფრთხილების მექანიზმი იმოქმედებს - 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის დარღვევებზე კი, ჯარიმების ამნისტირება იგეგმება

12-06-2024 11:27

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე დაჯარიმების მექანიზმის ნაცვლად, გაფრთხილება იმოქმედებს. ამასთან, 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება იგეგმება.

პარლამენტი ამ მიმართულებით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა წარუდგინა.

„პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმების გახუთმაგებას და გაათმაგებას ითვალისწინებდა. მათ შორის, ისეთი ნორმა მივიღეთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე განსაზღვრავდა, რომ შესაძლებელი იყო 200 ათას ლარიანი ჯარიმა.

გამოცდილებამ გვაჩვენა და თბილისის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როდესაც 10 კვადრატულამდე მოცულობის მქონე ფართზე, სადაც უკანონოდ ან ნებართვის გარეშე მშენებლობაა განხორციელებული, მესაკუთრეებს აღნიშნული თანხის გადახდა უწევთ. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ცვლილების პროექტს, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეებს მიეცეთ გაფრთხილება და 90 დღიანი ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის და მათი ეგრევე დაჯარიმება არ მოხდეს. გამოსწორების შემთხვევაში კი მოქალაქეები აღარ დაჯარიმდებიან.

ცვლილების მეორე ნაწილის თანახმად კი, 2024 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, მსგავსი დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება და ანულირება მოხდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პოსტი ნახა: 106


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!