ირაკლი კუპრაძე - პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციში არაფერი შეცვლილა - 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ

ირაკლი კუპრაძე - პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციში არაფერი შეცვლილა - 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ

12-11-2024 10:17

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „განცხადების დაწერას 80-ჯერ“ არ აპირებენ.

კუპრაძის თქმით, მისი გაერთიანება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით იურიდიულად გამართულ განაცხადს გააკეთებს, რაც „უპირობოდ დაკმაყოფილდება“

„პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.

პ.ს. სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ”, - წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.

პოსტი ნახა: 41


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!