ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გვარამიები, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები, გახდა რადიკალების პრეზიდენტი და ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებზე ვერაფერს იზამენ

ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გვარამიები, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები, გახდა რადიკალების პრეზიდენტი და ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებზე ვერაფერს იზამენ

გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს პატრონებმა გარედან დაავალეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობა.

„იძულებული გავხდით, საზოგადოებისთვის მიუღებელი პრეზიდენტი ჩვენი ლიდერების ბილბორდებზე გამოკვრით აგვერჩია და გახსოვთ თქვენ ეს პერიპეტიები. რატომ გავაკეთეთ ეს? – იმიტომ, რომ გვჯეროდა, გვწამდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. უფრო მეტსაც გეტყვით, სურვილიც არ აქვს ამის, რადგან არც ამბიცია აქვს, არც შესაბამისი მუხტი და მოცემულობა, რომ ლიდერი გახდეს, მაგრამ დაკვეთა მიიღო მისი პატრონებისგან გარედან და შესაბამისად, უკვე დაანონსდა ეს პლატფორმა. ახლა ამ ხელმოცარულებმა და მათმა მადამ პრეზიდენტმა რა უნდა ქნან? რეიტინგი არ აქვთ, საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ, მოსახლეობაში რა უნდა ილაპარაკოს, რა გაუკეთებია, რაც პარლამენტში იყო ან პრეზიდენტი, რა გაუკეთებია? ერთადერთი, გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის დამრღვევები, კანონის დამრღვევები შეიწყალა, ამით არის გამორჩეული, რადიკალების პრეზიდენტი გახდა. ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებზე ვერაფერს იზამენ, ვერც გადალახავენ ბარიერს, ეს ხელმოცარულები და ჩახდილები, ყველა ერთად ვინც არიან, ვისი ლიდერიც არის და ახლა შეტევა მიიტანეს ელექტრონული არჩევნების სისტემაზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პოსტი ნახა: 309


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!