აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ირანთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის მთავრობის პრესსპიკერზე, ფატიმე მოჰაჯერანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ირანთან კავშირი არ აქვს. აშშ-ისა და ირანის ზოგადი პოლიტიკა უცვლელია და მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ირანმა აუცილებელი ზომები წინასწარ მიიღო.
ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება Fox News-ის შემდეგ CNN-მაც გამოაცხადა.