ჯანდაცვის მინისტრი - სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები - სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

ჯანდაცვის მინისტრი - სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები - სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

06-08-2024 06:49

სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები - მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე.

„ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ გაზვიადებული აღმოჩნდება. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე, ამის საჭიროება არც აქამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს. ის მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით, იმისგან განსხვავებით, როგორიც იყო პენიტენციური სისტემა მისი მმართველობის დროს“,- აღნიშნა მინისტრმა.

პოსტი ნახა: 58


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!