ჯო ბაიდენი - აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

ჯო ბაიდენი - აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

14-10-2024 10:04

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვისთვის.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე.

„აშშ მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის დაბლოკვას როგორც აღნიშნული ქვეყნებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის არავითარი სარგებელი არ ექნება.

„ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია არა დღევანდელი მსოფლიოს საფრთხეების მიუხედავად, არამედ სწორედ მათ გამო. ეს ბირთვული რისკები ანადგურებს ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

პოსტი ნახა: 68


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!