ჯო ბაიდენი - ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ჯო ბაიდენი - ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

13-10-2024 05:31

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ევროპაში ვიზიტი გაეუქმებინა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მესამე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას სამი თვის განმავლობაში დაატყდა თავს.„ექსპერტების შეფასებით, და ეს არის წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ქარიშხალმა „მილტონმა“, დაახლოებით. 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია,” - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, „მილტონის“ გამო 3 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზის 50 ათასი სპეციალისტის წყალობით, რომლებიც ფლორიდაში აშშ-ის 43 შტატიდან და კანადიდან ჩავიდნენ, 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.ჯო ბაიდენის თქმით, არმიის კორპუსი და ფლორიდის ეროვნული გვარდია ადგილზე არიან და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის გზების გახსნაში, მონაწილეობენ, რათა მოხდეს საკვების, წყლის და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება.

პოსტი ნახა: 44


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!