ჯუანშერ ბურჭულაძე - 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები

ჯუანშერ ბურჭულაძე - 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები

18-12-2023 05:17
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

„გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.

„ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა“, - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პოსტი ნახა: 161


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!