კახა კალაძე - 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი

კახა კალაძე - 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი

14-10-2024 08:13

რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! გაუგებარია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილის 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია.

„ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 38


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!