კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ავლაბარი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა

კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ავლაბარი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა

11-10-2024 08:49

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური "ავლაბარი" რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 207


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე