ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ე.წ. სტარტოვკა ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. კაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.