ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, თბილისში დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, თბილისში დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

08-07-2024 06:54

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კითხვაზე, შეძლეს თუ არა ექიმებმა ოპერაციის შედეგად ფეხის შენარჩუნება, მაია მახარაშვილი განმარტავს, რომ ბევრ დეტალზე ვერ ისაუბრებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 107


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!