ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს

ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს

20-09-2023 05:13
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის თემის განხილვა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღის წესრიგი უნდა დაზუსტებულიყო. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის თემაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს განსახილველი არ არის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ პროცედურასთან დაკავშირებით საკითხები გარკვეულია და დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დარბაზში აღნიშნა: „ყველაზე, ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუსით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა.

„ასეთი უპატივცემულობა როცა არის, დატოვეთ დარბაზი, მივმართავ გიორგი ვაშაძეს, თუ გაქვთ გამბედაობა, რომ დაარღვიოთ წესები, იმის გამბედაობაც გქონდეთ, რომ მაშინ დატოვოთ დარბაზი და მიიღოთ ამის შედეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პოსტი ნახა: 292


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!