ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

20-03-2023 05:01
კატეგორიები: ახალი ამბები

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს სტარტი აიღო პრესტიჟულმა ტურნირმა ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემმა.

პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზში დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ვიხილეთ.

ქართველმა ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ლამაზი გდებით იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელმა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა – თემურ ნოზაძემ (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში ხვალ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

პოსტი ნახა: 237


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!