ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

პოსტი ნახა: 1185

ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ხვალიდან, 16 ივლისიდან, ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, - ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ევროკავშირში ბელარუსიდან აკრძალულია ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქონლის ჩამონათვალში სამგზავრო ავტომობილებიცაა.

„ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, მათ შორის დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე