„მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, სისუსტე“ _ ვირუსი, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს

„მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, სისუსტე“ _ ვირუსი, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს

05-01-2024 07:22
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა.

მისივე თქმით, ძირითადად არის „ეიჩ ერთი ენ ერთი“ და „ეიჩ ერთი ენ სამი“ ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პოსტი ნახა: 847


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!