მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

25-09-2025 18:58
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 110

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბელარუსის საგარეო უწყების თანახმად, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართველ კოლეგა, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა შეხვედრა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან მოლაპარაკებების ყურადღების ფოკუსში სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების გზები იყო. მხარეებს ხაზი გაუსვეს თანასწორუფლებიან, პატივისცემაზე დაუფლებულ, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაში დაინტერესებას, რომელიც ორივე ერისთვის იქნება სასარგებლო. განხილულ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგის რიგი საკითხები, ცალკე განიხილეს თანამედროვე გამოწვევებისთვისა და საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის თემა.

რიჟენკოვმა ქართულ მხარეს წარმატება უსურვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე