მიხეილ  ყაველაშვილი - ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, ქართველი ხალხი არ შეეგუება შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს

მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, ქართველი ხალხი არ შეეგუება შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს

25-09-2025 19:15
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 309

ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

„საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებითა და პარამეტრებით“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე