პრეზიდენტის როლი იყო თანამზრახველის როლი ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეროვნულ ბანკში გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები რომ რჩება, უფლებამოსილი აღარაა საბჭო და ამ პირობებში თავის წარმოდგენილ კანდიდატებს რომ უკან იწვევს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ არ არის ასეთი ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს, შემდეგ იბარებს კანდიდატს და ელაპარაკება, რომ მან თავად დაწეროს განცხადება, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღოს, არის თუ არა ეს ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობა? ის [პრეზიდენტი[ ამ საკითხში გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების თანამზრახველია“, - აღნიშნა მდინარაძემ.