მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება - კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით

მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება - კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით

28-10-2024 07:46

შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, რომლის შედეგების ვერაღიარება ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.

„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობის და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?!“- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები არალეგიტიმურად არავის უღიარებია.

„დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 28


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!