მარტის თვეში გორის მუნიციპალიტეტს 20 942 ვიზიტორი ეწვია

მარტის თვეში გორის მუნიციპალიტეტს 20 942 ვიზიტორი ეწვია

04-04-2024 15:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე გორის მუნიციპალიტეტს 42 321 ვიზიტორი სტუმრობდა.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა შორის 33 708 უცხოელია.

რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, ხოლო მარტში 20 942 ვიზიტორი ეწვია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამთვალიერებელთა რაოდენობა 5 717-ით არის გაზრდილი. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე გორის მუნიციპალიტეტს 36 604 ვიზიტორი სტუმრობდა.

პოსტი ნახა: 149


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!