მედიკამენტების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს, თურქეთის შემდეგ, ახალ ბაზრებთან იწყებს – მიზანი მომხმარებლებისთვის წამლებზე ხელმისწავდომობის გაზრდაა.
მიმდინარეობს მოლაპარაკება და ქვეყნების ჩამონათვალის შედგენა, საიდანაც სამკურნალო საშუალებებს შედარებით დაბალ ფასად შემოიტანენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებდეს “ჯი-ემ-პი” სტანდარტს.
“ერთიანი სამოქმედო გეგმა და მთლიანი პოლიტიკა მიმართულია ხელმისაწვდომი ჯანდაცვის და სამკურნალო საშუალებებისთვის. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ჯანდაცვის სისტემაში მკურნალობაზე დახარჯული პროცესების თითქმის 36% სწორედ სამკურნალო საშუალებებზე მოდის, რაც საკმაოდ დიდია. აქედან თითქმის 96%-ის გადახდა ჯიბიდან უწევს პაციენტს.
წამლების შემოტანა შესაძლებელი გახდება ყველა ქვეყნიდან, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთ ბაზარზე ეფექტური, ხარისხიანი, უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების მიმოქცევით და აქვთ შედარებით დაბალი ფასი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში,” – აცხადებს რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი.