„მომხმარებელი დაუცველია, ასეთი პროდუქტები ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს“ - რა ჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდებით დაბინძურებულმა მწვანილმა

„მომხმარებელი დაუცველია, ასეთი პროდუქტები ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს“ - რა ჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდებით დაბინძურებულმა მწვანილმა

4 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 25

„სერიოზული საფრთხის შემცველია მწვანილები, რამეთუ ფერმერი, ბალახის გაწმენდის მხრივ, ხელით მუშაობას ერიდება, მუშა საკმაოდ ძვირი ღირს, ყველაზე მარტივი კი ქიმიური ნივთიერებებით ბალახის მოშორებაა“, - განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ.

მისი თქმით, პესტიციდების ნარჩენებით დაბინძურებული პროდუქტის რაიმე ნიშნით ამოცნობა ან იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„საქართველოში არსებულ პესტიციდებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი მაღალი საფრთხის შემცველი ნივთიერებებით არის გაჯერებული. ვერ კონტროლდება, ფერმერი, პროდუქციის წარმოებისას, რა ტიპისა და რა დოზით პესტიციდს იყენებს. მათი ნარჩენებით მცენარე ბინძურდება, შემდეგ კი ამის ნაყოფის ვიზუალში ან რამე ნიშნით აღქმა თუ აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მომხმარებელი დაუცველია, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და, ვიტყოდი, მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

მაგალითად, სერიოზული საფრთხის შემცველია მწვანილები, რამეთუ ფერმერი, ბალახის გაწმენდის მხრივ, ხელით მუშაობას ერიდება, მუშა საკმაოდ ძვირი ღირს, ყველაზე მარტივი კი ქიმიური ნივთიერებებით ბალახის მოშორებაა. ჩვენ არ ვიცით და არ კონტროლდება, ფერმერი რა წესებს იცავს და როგორ ასრულებს იმ პროცედურას, რაზეც ვსაუბრობთ, ამიტომაც ასეთ პირობებში მოყვანილ პროდუქტს სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ვართ დარწმუნებული და ვერაფრით გავიგებთ, რა შემცველობის მწვანილს ვყიდულობთ. იგივეა მარწყვის შემთხვევაშიც“.

ახალაია განმარტავს, რა ჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდების ნარჩენებით დაბინძურებულმა პროდუქტმა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ.

„ის ფერმერები, რომლებიც დიდ მაღაზიათა ქსელებს ამარაგებენ, გაცილებით უფრო მეტად კონტროლდებიან, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ინდივიდუალურ მეწარმეებზე ან შედარებით მცირე საწარმოებზე. მოარული ფრაზაა, რომ პესტიციდების მოხმარება არც ისე იაფია და წვრილი ბიზნესი ამას ნაკლებად თუ გააკეთებს, მაგრამ დაბალი ხარისხის პესტიციდები ზუსტადაც რომ იაფი ღირს და მასშტაბურადაც იყენებენ.

მაღალი შემცველობის პესტიციდური ნარჩენების შემცველობის მცენარის მიღებამ სხვადასხვა ჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს - ქავილი, გამონაყარი, ხველება თუ სხვა ფიზიკური გამოვლინება, ასევე მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც.

ახალგაზრდა დედები შვილებისთვის ნატურალურ პროდუქტებს ეძებენ, თუმცა ძალიან რთულია, მათ ასეთი საკვები მოუძებნო ისე, რომ მის ნატურალორობასა და ორგანულობაში დარწმუნებული იყო“, - აღნიშნა ხათუნა ახალაიამ.

 
 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე