„მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ

„მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ

16-01-2024 15:19
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, 17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში გაუარესდება.

„17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 465


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე