მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა - საქსტატი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა - საქსტატი

17-11-2023 03:51
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, III კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება.

ამასთან, ღორის რაოდენობა 168 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 20.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთა შეადგინა.

რაც შეეხება რძის წარმოებას, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტია.

ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია, ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.6 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.4%-ით ნაკლებია.

პოსტი ნახა: 200


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!