ნიუ-იორი, პარიზი, ტოკიო - სად ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ნიუ-იორი, პარიზი, ტოკიო - სად ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

28-06-2025 22:29
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 655

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, მილიონერების რაოდენობამ 58 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. მათი უმეტესობა კი ძირითადად მეგაპოლისებში ცხოვრობს.

visualcapitalist-მა, Terzo-სთან პარტნიორობით, ჩაატარა კვლევა და გამოავლინა ურბანული ცენტრები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.

როგორც აღმოჩნდა მათი ძირითადი ნაწილი საცხოვრებლად ირჩევს ქალაქებს, სადაც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და ცხოვრების წესია.

ნიუ-იორკში ყველაზე მეტი, დაახლოებით 400 000 მილიონერი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა სან-ფრანცისკოს ყურის რეგიონი, მესამეზე კი ტოკიო.

წარმოგიდგენთ 10 ქალაქს, რომლებშიც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს:

  • ნიუ-იორკში - 384 500 მილიონერი
  • სან-ფრანცისკო, (ყურის არე) – 342 400 მილიონერი
  • ტოკიო - 292 300 მილიონერი
  • სინგაპური - 242 400 მილიონერი
  • ლოს-ანჯელესი - 220 600 მილიონერი
  • ლონდონი - 215 700 მილიონერი
  • პარიზი - 160 100 მილიონერი
  • ჰონგ-კონგი - 154 900 მილიონერი
  • სიდნეი - 152 900 მილიონერი
  • ჩიკაგო - 127 100 მილიონერი


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე