ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთა პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე ბავშვი უკვე მკურნალობს - თამარ გაბუნია

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთა პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე ბავშვი უკვე მკურნალობს - თამარ გაბუნია

29-09-2023 04:28
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთა პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე ბავშვი უკვე მკურნალობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა უკვე მოქმედებს. რამდენიმე ბავშვი უცხოეთის კლინიკებში უკვე მკურნალობს. აქ არის სამი ქვეყანა: ისრაელი, ესპანეთი და თურქეთი. ბიუჯეტი ფარავს ბავშვების საჭიროებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რაც იქნება საჭიროება, ეს ბიუჯეტი დაფარავს და რაც იქნება ხარჯები, წლის ბოლოს გვექნება მისი გაანალიზების შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს, ამისთვის კი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პოსტი ნახა: 276


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!