პარტია „საქართველოსთვის“ - როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „საქართველოსთვის“ - როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

19-09-2024 07:31

როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ განცხადება პარტიამ „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე.

„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი. ასე იყო წარსულში – ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს – ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოსტი ნახა: 62


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!