ამ ეტაპზე ჩვენთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო“, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მომავალში ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე ნომერი 5-ით წარდგება.
„დღეს ე.წ. დედლაინია და ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5. ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო“, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე არიან ჩვენი მეგობრები სამოქალაქო სექტორიდან, რომლებიც შემოუერთდნენ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. არ გამოვრიცხავ, მომავალშიც ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.