პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

04-10-2023 04:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თბილისში, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული, მ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 316


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!