პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

06-12-2023 06:30
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.

„1-ელ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და მისი 19 წლის ქალიშვილის, სამი ქართველის მიერ, გატაცების შესახებ განაცხადა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირება მაშინვე მოახერხეს. ბრალდებულების დაკავება ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში მოხერხდა. დაკავებული არიან 38, 37 და 33 წლის მამაკაცები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, 19 წლის გოგოს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

საქმეზე გამოძიებას სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოსტი ნახა: 336


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!