პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები, რომელთაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტვირთი გადააქვთ, დახმარებას ითხოვენ

პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები, რომელთაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტვირთი გადააქვთ, დახმარებას ითხოვენ

28-07-2023 06:18
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პოლონურ კომპანიებში - LUKMAZI, AGMAZI და IMPERIA დასაქმებული სატვირთო ავტომობილის 120 ქართველი მძღოლი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტვირთი გადააქვს, დახმარებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა გიორგი გიგოლაშვილმა განუცხადა, 120-ვე ქართველი მძღოლი ამ დროისთვის გერმანიაშია შეკრებილი და კომპანიებისგან კუთვნილი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

„თავდაპირველად, 20-მა მძღოლმა ხელფასის დაგვიანებისა და ხელფასის ნაწილის უმიზეზოდ ჩამოჭრის გამო გამოთქვა პროტესტი. ამ მძღოლებმა ეს პროტესტი დაახლოებით, 1 კვირის წინ გამოთქვეს. ამის შემდეგ დანარჩენ მძღოლებს კომპანიის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, ვაგრძელებდით თუ არა იმავე კომპანიასთან თანამშრომლობას. ჩვენ ვუთხარით, რომ გვსურდა ამ თანამშრომლობის გაგრძელება. გვინდოდა იქ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ დამსაქმებელს არ სურდა ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ შემოვუერთდით ჩვენც 20 მძღოლის მიერ დაწყებულ პროტესტს. ჩვენ გვინდოდა მუშაობა, მაგრამ თავად მათ აღარ სურდათ საკუთრივ ქართველ მძღოლებთან თანამშრომლობა. ქართველ მძღოლებთან დაკავშირებით იყო უარყოფითი პოზიცია გამოხატული. ჩვენ ვითხოვთ, რომ სრულად აგვინაზღაურდეს ჩვენი ნამუშევარი იმ დღემდე, სანამ მანქანებს გავაჩერებდით. მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. მათ ნაწილს კი ეს თანხები უმიზეზოდ აქვთ ჩამოჭრილი. ცხადია, ჩვენი მოთხოვნა ამ თანხების ანაზღაურებაცაა. ამ ურთიერთობის გაწყვეტა მოისურვა თავად კომპანიამ და არ ყოფილა ჩვენი ინიციატივით“, - განაცხადა გიორგი გიგოლაშვილმა.

პოსტი ნახა: 894


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!