პრემიერი ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე - მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს

პრემიერი ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე - მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს

24-10-2024 09:44

მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა.

„მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს “,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

პოსტი ნახა: 51


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!