პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

21-10-2024 07:33

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.

დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.

„ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

„ქართული ოცნების" უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

პოსტი ნახა: 55


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!