პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე ინიციატივას, ოპოზიციის განცხადებით, მათი მხარდაჭერა არ ექნება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე ინიციატივას, ოპოზიციის განცხადებით, მათი მხარდაჭერა არ ექნება

02-09-2023 07:18
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, უახლოეს დღეებში დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს "ქართული ოცნებაა".

"თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს "ქართული ოცნებაა". მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის რეალიზება მოხდეს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ იმპიჩმენტი შედეგის გარეშე იქნება. მისივე თქმით, ინიციატივას იმპიჩმენტის თაობაზე ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უარის მიუხედავად, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს განაგრძობს. "ქართული ოცნება" კი, მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. 

პოსტი ნახა: 429


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!