“პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

“პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

21-03-2023 05:31
კატეგორიები: ახალი ამბები

გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაადასტურა, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ უარყოფითად აფასებს ბაქრაძის საქმიანობას. ამის მიუხედავად მან განკარგულებას ხელი მაინც მოაწერა.

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე.” – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

პოსტი ნახა: 544


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!